წმიდა მიტროპოლიტ ნაზარი ლეჟავას სახელობის სამტრედიის მართლმადიდებლური სკოლის მისიაა: აღზარდოს განათლებული, მართმადიდებლური ღირებულებების მატარებელი მომავალი თაობა, რომელიც არის მიმტევებელი, საღად მოაზროვნე, იცავს ქვეყნის ტრადიციებს, კულტურულ და სულიერ ღირებულებებს, რომელიც შეძლებს საზოგადოებაში ადაპტაციას და სწორი ორიენტაციის არჩევას. სკოლა ხელს შეუწყობს მოსწავლეების ღირსეულ, წარმატებულ, დემოკრატიული ღირებულებების მატარებელ, მართლმადიდებელ ქრისტიანად ჩამოყალიბებას.
სკოლა ახორცილებს სასწავლო–სააღმზრდელო პროცესის წარმართვასეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, რომლის ცენტრში დგას თითოეული მოსწავლე და ყველაფერი კეთდება მისი ნიჭის და შესაძლებლობების მაქსიმალური გამოვლენისათვის და განათლების ხარისხის გაუმჯობესებისათვის.

 სკოლა მისიის განსახორციელებლად ნერგავს თანამედროვე სასწავლო ტექნოლოგიებს,  აწყობს სასწავლო–სამეცნიერო და შემოქმედებით ღონისძიებებს, დისპუტებს, კონფერენციებს, მოლოცვებს, ლაშქრობებს, საქართველოს სხვადასხვა კუთხის ისტორიულ–გეოგრაფიულ მოკვლევებს.